რეზონანსი
18.04.2021

ოფიციალური დადგენილება მთავრობამ უქმე დღეებთან დაკავშირებით უკვე გამოსცა. დოკუმენტის თანახმად, 4-დან 11 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, უქმე ანუ დასვენების დღეები გამოცხადდა.

მართალია, ჯერ არ გამოქვეყნებულა მთავრობის დადგენილება, რომელშიც განსაზღვრული იქნება თუ რომელ საქმიანობებს შეეხება ან არ შეეხება უქმე დღეები, თუმცა, როგორც სამთავრობი ცხელ ხაზზე აცხადებენ, ამ პერიოდში, კერძო სექტორისთვის (მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები...) დასვენებასთან დაკავშირებით იმპერატიული მოთხოვნა არ გაიცემა და მათ მხოლოდ რეკომანდაციებით მიემართებათ.

"კერძო სექტორისთვის არ არის მოთხოვნა იმპერატიული, საჯარო დაწესებულებები კი თავად განსაზღვრავენ, რომელი განყოფილებები იმუშავებენ. პირობითად, (სსიპ) 112 თავად განსაზღვრავს, რომ ქოლ ცენტრები იმუშავებენ და კადრები დისტანციურად გადავლენ. 

რაც შეეხება სკოლებს, განათლების სამინისტრო გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას. სამინისტროები გადაწყვეტენ თავად, რომელი სსიპ-ი იმუშავებს და რომელი არა", - აცხადებენ სამთავრობო ცხელ ხაზზე. 

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )