რეზონანსი
04.05.2021

პროფესორი, თერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილი ვარაუდობს, რომ ინფიცირებულთა მაჩვენებელი მოიმატებს. 

როგორც მაკა ბულეიშვილი ამბობს, აღდგომის ღამეს ეკლესიებში სოციალური დისტანცია სათანადოდ დაცული არ იყო.

„გუშინ დღესასწაული იყო და ციფრები შედარებით ნაკლებია, თუმცა ხვალ ალბათ გვექნება უფრო რეალური სურათი ინფიცირების მაჩვენებელთან და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

საკმაოდ დიდია პაციენტთა ნაკადი, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ სტაციონარულ მკურნალობას, გაზრდილია მძიმე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც პირდაპირ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ხვდებიან.

ცირკულირებს ბრიტანული შტამი, რომელიც ვრცელდება უფრო სწრაფად. როდესაც გარკვეული პერიოდი ჩვენ სტაბილურობა გვქონდა, ბევრმა პაციენტმა სიმპტომების მიუხედავად აღარ ჩათვალა საჭირო ტესტის გაკეთება. არ მიმდინარეობდა მასობრივი ტესტირება და ეს უსიმპტომო პაციენტები ვირუსს ავრცელებდნენ. მოსახლეობამ ანგარიში უნდა გაგვიწიოს და ტესტირება უნდა გაფართოვდეს. გვაქვს ტესტირების საშუალება და არანაირი პრობლემა არ არის...

რაც შეეხება პროგნოზს, სააღდგომო ლიტურგიაზე, ეკლესიაში ყველაფერი იყო ორგანიზებული და დაცული, თუმცა შეინიშნებოდა სოციალური დისტანციის დარღვევა და პირბადის არასწორად მოხმარება.

მე მაქვს მოლოდინი, რომ გაიზრდება ინფიცირებულთა მაჩვენებელი, რადგან არ ვიცით იქ მყოფ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა რაიმე სახის სიმპტომი. 14 რიცხვამდე უნდა მოხდეს საწოლფონდის და მსგავსი ინვენტარის მობილიზება, რადგან შესაძლოა გაიზარდოს ინფიცირებულთა მაჩვენებელი,"- ამბობს ბულეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )