რეზონანსი
04.05.2021

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თქმით, კლინიკაში ვაქცინაციისთვის 16 ოთახია გამოყოფილი, თუმცა მოქალაქეთა მაღალი აქტივობის გამო, რეგისტრაციის ყველა ფანჯარა უკვე დახურულია. 

"ჩვენს კლინიკაში ვაქცინაციის პროცესი სამივე ვაქცინით მიმდინარეობს, რაც საქართველოშია. ვაქცინაციისთვის გამოყოფილია 16 ოთახი. დღეს "სინოფარმის" ვაქცინით პირველი ამირან გამყრელიძე აიცრა. აცრისათვის ყველა ფანჯარა უკვე შევსებულია. ასე, რომ რომ მოინდომოთ დარეგისტრირება, ვერ დარეგისტრირდებით," - აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე.

დღეიდან საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია დაიწყო. აცრა 18 წელს გადაცილებულ ყველა იმ მოქალაქეს შეუძლია, ვინც რეგისტრაცია წინასწარ გაიარა. ქვეყანას სულ პრეპარატის 100 ათასი დოზა აქვს, ადგილები კი სრულად შევსებულია. Sinopharm-ი ჯერ კიდევ ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, თუმცა საქართველოში ეს ვაქცინა ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )