რეზონანსი
04.05.2021

სიტყვა "გიჟური" კარგად მეტყველებს სააკაშვილის ფსიქიკურ განწყობაზე, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ მას საქართველოში გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს.

მისი თქმით, სააკაშვილი უკვე 8 წელია საქართველოში არჩევნებს აგებს.

"სააკაშვილი 8 წელია ყველა არჩევნებს აგებს და ქვეყანაში ჩამოსვლას ვერ ბედავს. „გიჟური“ კარგად მეტყველებს მის ფსიქიკურ განწყობაზეც და ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ,"- განაცხადა სუბარმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები მოიპარეს. მისივე თქმით, მას "საქართველოში გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )