რეზონანსი
04.05.2021

„ნიკა მელია საკუთარ სიტყვებსა და პრინციპებში „გაიჭედა“. დღეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა მოვისმინეთ. მარტივია, დათანხმდეს, გადაიხადოს გირაო, ეს მის ხელშია და ხვალვე გამოვა“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა.

„ახლა, ნიკა მელია ცდილობს, რომ სახე შეინარჩუნოს და ვაჭრობა დაიწყო. ადამიანურად, მგონია, რომ ეს ადამიანი საკუთარმა პარტიამ გასწირა. პარლამენტში წარმოდგენილია „ნაციონალური მოძრაობა“. მეტიც, - თავისი ბელადი იქიდან კარნახობს, რომ გამოვიდეს და ხელი მოაწეროს ამნისტიას. მას მოუწევს პარლამენტში შემოსვა და სამწუხაროა, რომ მელია, კიდევ ერთხელ, საკუთარი გუნდისა და ბელადის მიერ დაგებულ ხაფანგში გაება და ეს თავის თავს დააბრალოს“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

დღეს, ნიკა მელიასთან შესახვედრად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ გირაოსთან დაკავშირებით, ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას და ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

ოპოზიციის ნაწილში, მოლოდინი, რომ ნიკა მელია დათანხმდება ევროპელი პარტნიორების შეთავაზებას, მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მოინახულა.

თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )