რეზონანსი
04.05.2021

"პარლამენტი გაჩერებულია, სამინისტროები გაჩერებულია, ყველა უწყება გაჩერებულია, არაფერი არ მუშაობს. საბჭოთა ტერმინი რომ იყო "მაისკი პრაზნიკები" მოიწყვეს თავიდან ბოლომდე", - ასეთ განცხადებას აკეთებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ უქმე დღეებზე, რომლის დროსაც საკანონმდებლო ორგანოც ისვენებს, შესაბამისად ამნისტიის კანონზე ვერ იმსჯელებენ.

როგორც ვაშაძე ამბობს, ამნისტიის კანონს აუცილებლად მიიღებენ.

"ამნისტიის კანონის ერთ-ერთი მიზანი არის, სწორედ, ნიკა მელიას გათავისუფლება. ყველაზე მეტ ხანს, 5 კვირა შეიძლება იყოს ის საპატიმრო დაწესებულებაში. ამნისტიის კანონს აუცილებლად მივიღებთ და ის გათავისუფლდება. არაერთხელ ვთქვით, რომ ამნისტიის კანონამდე გათავისუფლების მექანიზმი არის გირაო, ევროპულ და დასავლურ მხარესთანაც ვართ შეთანხმებულები ამაზე", - თქვა ვაშაძემ.

რაც შეეხება საუბარს იმაზე, უნდა გადაეხადა თუ არა "ნაციოანლური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაო, ვაშაძე ამბობს, რომ "ამაზე როცა ნიკა გამოვა მაშინ უნდა ვისაუბროთ". მისივე თქმით, არასწორია, რომ მან ახლა "ციხეში მჯდომი პოლიტპატიმრის პოზიციაზე" ისაუბროს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )