რეზონანსი
10.05.2021

გლობალური ბაზრებზე ჯერ კიდევ 2020 წელს დაწყებული სურსათის გაძვირება გრძელდება -  სოფლის მეურნეობის და სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, აპრილში კვების პროდუქტებზე ფასებმა 6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. 

სასურსათო ფასების საერთაშორისო ინდექსი 2021 წლის მანძილზე 30,8%-ით გაიზარდა და 120,9 პუნქტს მიაღწია. ამ დინამიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა ხორცის, რძის პროდუქტების, მარცვლეულის, ყველაზე მეტად კი, შაქრის გაძვირება.

FAO-ს ინფორმაციით, სასურსათო ინდექსი არა მხოლოდ წინა წლის აპრილთან, არამედ 2021 წლის მარტთან შედარებითაც 1,7%-ით გაიზარდა. სადღეისოდ ინდექსი 2014 წლის მაისიდან ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა, თუმცა, ისტორიული მაქსიმუმი ჯერ არ განუახლებია - რეკორდი 2011 წლის თებერვალში დაფიქსირდა, როდესაც ეს ინდექსი ამჟამინდელზე 12%-ით მაღალი იყო.

თუმცა, ექსპერტები შიშობენ, რომ არსებული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში არც ესაა ძალიან შორეული პერსექტივა  - გაძვირების ტემპების გათვალისწინებით, რეკორდის მოხსნას 3-4 თვე დასჭირდება.

საერთაშორისო ფასები სურსათზე უკვე ზედიზედ 11 თვე იზრდება  - ძვირდება ყველა ძირითადი პროდუქტი, მათ შორის ხორცი, ზეთი, რძე, და მარცვლეული, მაგრამ ყველაზე მეტად - მართან შედარებით 3,9% ხოლო გასული წლის აპრილთან შედარებით თითქმის 60%-ით შაქარი გაძვირდა.

ამის ძირითადი მიზეზია 2020-2021 წლებში შემცირებული მიწოდება, რაც მსოფლიოში შაქრის უმსხვილეს ექსპორტიორ-ქვეყანაში - ბრაზილიაში - ცუდი მოსავალია. ბაზარზე ნეგატიური გავლენა მოახდინა ასევე საფრანგეთი ძლიერმა ყინვებმა რომლებმაც მოსავლის ნაწილი გაანადგურეს.

FAO-ს ინფორმაციით, ფასების ზრდა შესაძლოა უფრო მაღალიც ყოფილ იყო, თუმცა პროცესი ინდოეთიდან ექსპორტის ზრდამ და ნავთობის მცირე გაიაფებამ შეარბილა.

სურსათის სხვა სახეობებიც გაძვირდა, თუმცა, შაქარზე ნაკლებად - საშუალოდ ხორცის, კარაქის, და რძის პროდუქტებს ფასები საშუალოდ 1,2%-1,8%-ით გაიზარდა, ხოლო მარცვლეულზე ფასები მარტში დაფიქსირებული გაიაფების შემდეგ მცირედით გაიზარდა.

ჯერ კიდევ თებერვალში, Bloomberg-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, სურსათის გაძვირებას მსოფლიოში არაერთგვაროვანი გავლენა ექნება, და ყველაზე მეტად ე.წ. „ცხელი წერტილები“ დაზარალდებიან - დიდი ქვეყნები მოსახლეობის საშუალო და დაბალი შემოსავლებით, რომელიც სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს კვებაზე ხარჯავს - მათ შორისაა თურქეთი, ინდოეთი, ბრაზილია, ნიგერია, და რუსეთი.

kommersant.ru

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×