რეზონანსი
10.05.2021

ამნისტიის კანონპროექტის „ქართული ოცნების“ რედაქცია ეფუძნება შარლ მიშელის დოკუმენტის თანხმობისა და სამართლიანობის პრინციპებს, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციის ვერსიაში საუბარია სეგრეგაციაზე და ცალსახად დისკრიმინაციულია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ამასთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განმარტა, რომ ოპოზიციის კანონპროექტი, უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული პროექტის ალტერნატივა ვერ იქნება. „ეს იმ ადამიანების მიერ შემოთავაზებული ნარატივია, ვისაც თავის დროზე არ სურდა და ეწინააღმდეგებოდა შეთანხმებას. ისინი ახლა ეწინააღმდეგებიან ამ შეთანხმების იმპლემენტაციას, მაგრამ როგორც შეთანხმების დროს არაფერი გამოუვიდათ, ახლაც ხელმოცარულები დარჩებიან“, - აღნიშნა იონათაიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×