რეზონანსი
10.05.2021

მიმაჩნია რომ „ნაციონალურ მოძრაობს“, მიხელ სააკაშვილს, სხვა მოქალაქეს არ უნდა აუკრძალოს ქართულ პოლიტიკაში ჩართულობა, - ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„მთელი დღის განმავლობაში ყველაფერი კარგად მიდიოდა, ფაქტობრივად, საკითხი არ იყო, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ თანხმდებოდა, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, უცებ, „ქოცებმა“ პროექტი შემოიტანეს, როგორ ავკრძალოთ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, რომელიც იცით, რომ მანამდეც არსებობდა. ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. მე ვნებათაღელვის ორგანიზატორი ვარ, მიმაჩნია, მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა აეკრძალოთ ქართულ პოლიტიკაში ჩართულობა. რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მით მეტი კონკურენცია იქნება, რაც უკეთესს ხარისხს ნიშნავს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×