რეზონანსი
11.05.2021

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. როგორც "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს, კაცი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ გაჩერებულ ავტომობილში უგონო მდგომარეობაში ნახეს და ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.  

ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, მამაკაცი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

"ვინც დაინახა, რომ ბოლი გამოსდიოდა მანქანას, იმან გამოიძახა სასწრაფო, მან გადაარჩინა ფაქტიურად. ცუდად იყო, ამ კაცს კი ეგონა, რომ ცეცხლი ეკიდა მანქანას.  გონება დაკარგული ჰქონდა და ხროტინებდა. ახალგაზრდა ბიჭია, ავადმყოფობის არაფერი არ ეტყობა, მშვენიერი შეხედულების ბიჭია, ჯანმრთელი და რა მოხდა ნამდვილად ვერ გეტყვით. ბორკილები დაადეს და წაიყვანეს, ეტყობა დააკავეს. პირველად დავინახე, აქ არ ცხოვრობს, არც არავისთან დამინახავს. 27-28 წლის იქნება", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების შემდეგ, მივიდა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟებიც, რასაც მამაკაცის დაკავება მოჰყვა. 

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×