რეზონანსი
11.05.2021

(რეზონანსი) დღეს საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვებითან დაკავშირებით გადაწყვეტილეას გამოაცხადებს. დეპუტატი ლადო კახაძისთვის საკოორდინაციო საბჭოს ზუსტი პოზიცია უცნობია, თუმცა წინასწარ შეუძლია დადასტურება, რომ რეგულაციები არ გამკაცრდება და მთავრობა ეკონომიკის ჩაკეტვას მოერიდება მომავალშიც.

,,გამკაცრებას არ ვაპირებთ, მაგრამ რეგულაციების მკაცრად დაცვას კი მოვითხოვთ, ეს არის დისტანცია, თავშეყრებისგან თავის შეკავება, რასაც დაემატა ძლიერი კომპონენტი - აცრა. დღეში 10 000-მდე ადამიანი თუ აიცრება, საბოლოოდ კარგ შედეგს მივიღებთ. მთლიანობაში მოზრდილი მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. 

რეგულაციებთან დაკავშირებით ჯერჯერობით რაიმეს თქმა გამიჭირდება. შეიძლება 1 კვირით გახანგძლივდეს, ვთქვათ, ტრანსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვა, ასევე სასწავლო პროცესის აღდგენა ცოტათი გადავადდეს. იქნებ ასე მოსახერხებელი იყოს, რომ პიკური პერიოდი შედარებით მარტივად გადავიტანოთ. 

ადამიანები ურთიერთპატივისცემას თუ გამოავლენენ და ნიღბის ტარების საკითხი მოგვარდება, შესაძლებელია ტრანსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვა ხვალვე მოიხსნას. იმდენი კერძო ტრანსპორტია, საცობები მაინც არის, ადამიანები აქტიურად გადაადგილდებიან და შეიძლება საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც იმუშავოს,  თუ მგზავრების რაოდენობა გაკონტროლდება. რაც შეეხება კომენდანტის საათს, მეც მორჩილად ველოდები საბჭოს გადაწყვეტილებას“, - განუცხადა "რეზონანსს" ლადო კახაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×