რეზონანსი
11.05.2021

ლევან იოსელიანმა კაჭრეთში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრა შეაფასა. „მოქალაქეების“ წევრი დარწმუნებულია, რომ მხარეების პოზიციებს შორის განსხვავება დრამატული არ არის.

„ჩემი აზრით, არის შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ ყველა ძირითად საკითხზე შევთანხმდეთ. ეს ორი დღე მხარეებმა მოვთელეთ ჩვენ-ჩვენი პოზიციები და რაც მე დავინახე, ამ პოზიციებს შორის დიდი, დრამატული აცდენა არ არის. დანარჩენი იურიდიული ტექნიკის საკითხია და არის კომპრომისების გზით სიარულის საკითხი. საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ის დოკუმენტი, რომლამდეც მივალთ ერთობლივად, დაიმსახურებს მოწონებას“, - განაცხადა იოსელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×