რეზონანსი
12.05.2021

"დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ ქვეყანაში ოთხიდან ექვს კვირამდე ძლიერი "ლოქდაუნი" შემოიღო და ზაფხულს შეხვდე კარგი მაჩვენებლით", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გადაცემა Forbes Health-ში საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ასეთი მკაცრი "ლოქდაუნის" გამოცხადება ძალიან რთული იქნება ყველა მიმართულებით.

„ამას უკვე დღევანდელი ეკონომიკა ვერ გაუძლებს, განსხვავებით წინა გაზაფხულისა, როდესაც იყო რეზერვები, დახმარების მეტი მოლოდინი, საშუალება და ხალხის დამყოლობა ძლიერი იყო. დღეს ეს სამივე კომპონენტი, სამწუხაროდ, ვერ იმუშავებს. ამიტომ ახლა არის ე.წ. ოქროს შუალედი და დანის პირზე სიარული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, „კომენდანტის საათის“ ერთადერთი მიზანი არის ის, რომ მობილობა მაქსიმალურად შემცირდეს. გამყრელიძის განმარტებით, მობილობის შემცირება ნებისმიერი პანდემიის დროს ეპიდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღია.

გარდა ამისა, გამყრელიძემ ისაუბრა იმ კრიტერიუმებზეც, რის მიხედვითაც შეიძლება გარკვეულ შეზღუდვებზე საუბარი.

„ჩვენ რომ აცრების სამიზნე მაჩვენებლის 10% გვქონდეს გაკეთებული, მაშინ შესაძლებელია გარკვეულ შემსუბუქებაზე წახვიდე, მაგრამ როდესაც დღეს დილის მონაცმებით, 31 ადამიანი გარდაიცვალა 24 საათში, ეს ძალიან მაღალია საქართველოში. მილიონ მოსახლეზე დღეში რვა გარდაცვალება, არის ძალიან მძიმე. ამის ფონზე ნებისმიერ შემსუბუქებას, NCDC მხარს ვერ დაუჭერს“, - განაცხადა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×