რეზონანსი
12.05.2021

ისრაელის იერიშის შედეგად, ღაზას სექტორში კორპუსი ჩამოინგრა. ვიდეომასალას "ალჯაზირა" ავრცელებს. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ისრაელში თავდასხმის შედეგად, ათობით მოქალაქე გარდაიცვალა. 

ისრაელის მედიის ინფორმაციით, არაბთა ჯგუფები ებრაულ-არაბულ ქალაქებში სინაგოგებს, მაღაზიებს არბევენ და მანქანებს წვავენ. მედია კონკრეტულად ქალაქებში - რამლასა და ლოდში არეულობის შესახებ წერს.

 როგორც Channel 12 იუწყება, ლოდში სამ სინაგოგასა და რამდენიმე მაღაზიას წაუკიდეს ცეცხლი და ათობით ავტომობილი დაწვეს. არხის ცნობით, ებრაელ მაცხოვრებლებს გადაადგილებისას პოლიცია აცილებს. „ახალგაზრდა არაბთა ბანდები ქუჩა-ქუჩა დადიან, წვავენ მაღაზიებს, ამსხვრევენ ფანჯრებს. ებრაულ ოჯახებს გარეთ გასვლის ეშინიათ. მათი მანქანები კი გარეთ იწვის“, - განუცხადა ლოდის მცხოვრებმა მედიას.

Times of Israel წერს, რომ მაცხოვრებლების ნაწილი სარაკეტო იერიშებისას თავს იკავებს საზოგადოებრივ თავშესაფრებში წასვლისგან, რადგან დარბევის ეშინიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×