რეზონანსი
14.05.2021

"ნინოწმინდის ბავშვებისთვის" - მთავრობის ადმინისტრაციასთან, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პროტესტი მდუმარებით გამოხატეს.

მათი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს გაეროს მიერ გამოცემული დროებითი ღონისძიების აღსრულება და პანსიონში შეუშვას შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.

"ძალიან სამწუხაროა, რომ აქ ქვეყანაში არათუ აქტივისტების, არათუ რომელიმე კონკრეტული ფენის, ბავშვებიც უფლებებიც კი არ არის დაცული და მაშინ, როცა ამდენი ინფორმაცია არსებობს, რომ შესაძლოა ბავშვებზე ხორციელდებოდეს ზეწოლა და ისინი იყვნენ ძალიან ცუდ პირობებში, მაშინაც კი ხელისუფლება უბრალოდ დუმს და თავს არიდებს საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლას, მოთხოვნას, რომ რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ საკითხზე,“ - აცხადებს გიგა მაქარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×