რეზონანსი
14.05.2021

ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი უანგარო საჩუქარი საქართველოს - ოზურგეთში, ფონდ „ქართუს“ მიერ გადარჩენილმა, ახლადრეაბილიტირებულმა თეატრმა 153-ე სეზონი გახსნა, - ამის შესახებ ​ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ბევრისათვის სასიხარულო ამბავი, პოლიტმარგინალებისათვის კი, მორიგი აუხსნელი თვითგვემის საბაბი:

ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი უანგარო საჩუქარი საქართველოს. დღეს, 14 მაისს, ოზურგეთში, ფონდ „ქართუს“ მიერ გადარჩენილმა, ახლადრეაბილიტირებულმა ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 153-ე სეზონი გახსნა ნოდარ დუმბაძის მოთხრობებზე შექმნილი სპექტაკლის პრემიერით - „მონატრება - ნუ გააღვიძებ“; რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილების ოჯახმა 2002-2020 წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 13 თეატრის სარესტავრაციო და ტექნიკური აღჭურვილობის სამუშაოები დააფინანსა.

რაც შეეხება ოზურგეთის თეატრს. 2016-2020 წწ. რესტავრაციისათვის 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. საქართველოს ამ ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლის განმავლობაში ჰქონდა შენობის პრობლემა, რომელიც ასევე ფონდმა „ქართუმ“ გადაჭრა.

ოზურგეთის თეატრი 1961 წელს აშენდა და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შენობაა საქართველოში. იგი მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტს წარმოადგენს და ოზურგეთის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა.

ოზურგეთში სათეატრო ხელოვნება 1868 წლიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ ამ პროცესს არსებობა არ შეუწყვეტია. ოზურგეთში თეატრის დაარსების სათავეებთან იდგა ქართული პროფესიული რეჟისურის ფუძემდებელი ალექსანდრე წუწუნავა, რომლის სახელსაც ატარებს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი“, - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×