რეზონანსი
14.05.2021

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კოვიდრეგულაციების შესაძლო შემსუბუქებაზე საუბრობს. 

გარდა ამისა, შესაძლოა ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის აღარ გახდეს პირბადის გამოყენება საჭირო და ბიზნესის ხელშეწყობისთვის კაფე-რესტორნებმა და ბარებმა შაბათ-კვირას იმუშაონ.

თამარ გაბუნიას თქმით, ეს გადაწყვეტილებები ამ ეტაპზე მიღებული არ არის, თუმცა მიმდინარეობს მსჯელობა შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.  

"ვადევნებთ თვალს ძალიან აქტიურად მსოფლიო გამოცდილებას და უკვე სხვადასხვა ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში თუნდაც, დაიწყო საუბარი ნიღბის გარეშე გადაადგილების თავისუფლებაზე ვაქცინირებული პირებისთვის, ასევე არის საუბარი ღამის საათებში მოძრაობის შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ჯერ არის დამუშავების პროცესში. რა თქმა უნდა, მესმის, ბიზნესისთვის გარკვეული სტიმულები საჭიროა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვაქცინაცია ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია," - ამბობს თამარ გაბუნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×