რეზონანსი
14.05.2021

ავარია იგოეთი-გორის მონაკვეთზე - შემთხვევის შედეგად დაშავებულია 3 ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავ ავტომობილში მყოფმა მცირეწლოვანმა მგზავრობისას თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც ბავშვი მამამ ავტომანქანიდან გადაიყვანა, რა დროსაც ავტომაგისტრალზე მოძრავი სხვა ავტომობილი გზის ნაპირზე გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში" გადაიყვანეს - ჩატარებული კვლევების საფუძველზე ერთ პაციენტს ამბულატორიული დახმარება გაეწია და კლინიკა დატოვა, ორი კი, მამა-შვილი, 35 წლის მამაკაცი და 13 წლის გოგონა სტაციონარში მოათავსეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×