რეზონანსი
14.05.2021

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის" ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ობიექტი გაანადგურეს. მათივე თქმით, ამავე ტერიტოორიაზე ასევე, განადგურებულია ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები ორი პუნქტი. თავდასხმა ისრაელის ავიაციამ განახორციელა.

გარდა ამისა, ისრაელის მედიასაშუალებები გადმოსცემენ, რომ გასული ღამის განმავლობაში განხორციელებული 40- წუთიანი შეტევის შედეგად, ისრაელმა „ჰამასის" სარგებლობაში არსებული გრძელი გვირაბების ქსელი გაანადგურა და „ჰამასის" ათობით მებრძოლი მოკლა.

სამხედრო უწყების ინფორმაციით, ეს ვითარების გამწვავების შემდეგ ისრაელის მხრიდან განხორციელებული ყველაზე მსხვილი შეტევა იყო. მედიის ცნობით, ისრაელის თვითმფრინავებმა სულ 450 ბომბი ჩამოაგდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×