რეზონანსი
10.06.2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე მრავალპარტიული პარლამენტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აღინიშნა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება და ამ მხრივ სხვადასხვა ფორმატების, მათ შორის მეგობრობის ჯგუფების შესახებ გაამახვილეს ყურადღება.

კახა კუჭავამ ელჩს სამომავლო გეგმები გააცნო. ხაზი გაუსვა პარლამენტში ინკლუზიური პროცესის მნიშვნელობას და ამ პროცესში მისი, როგორც თავმჯდომარის დაბალანსებული პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

მააიკე ვან კოლდამმაა ნიდერლანდების სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×