რეზონანსი
10.06.2021

როცა თქვენ დღეს პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში ცვლილებებს მხარს დაუჭერთ, 2008 წლის “ნაციონალური მოძრაობა“ გახდებით - პარლამენტში ერთი-ერთში ის კანონია გამოტანილი, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს მიიღო, - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ წევრების მისამართით ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

“დიახ, 2008 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ“ არადემოკრატიული კანონი მიიღო. ამბობთ, რომ თქვენ მიდგომასა და მათ მიდგომას შორის არის განსხვავება, მაგრამ ზუსტად ისევე იქცევით. იმდროინდელ “ნაციონალურ მოძრაობასა“ და თქვენს შორის რეალურად განსხვავება არ არის. ჩაიწერებით იმ “ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელმაც მაშინ კანონი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მიიღო და ახლა იღებთ თქვენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები კამათის ფონზე განიხილეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×