რეზონანსი
10.06.2021

მე წამოვჭრი ამ საკითხს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ასე უპასუხა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა რაიმე წინსვლა ნატო-ს სამიტზე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ეს საკითხი აქტიურად განიხილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და ევროპულ კომისიასთან.

„მე წამოვჭრი ამ საკითხს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდამჭერები ვართ და ვფიქრობთ, რომ ეს იდეა – მოლდოვისა და უკრაინის გაერთიანება და ეს სამმხრივი ფორუმი იყო ძალიან დროული, კარგი გადაწყვეტილება, რაც სამომავლოდ დაგეხმარებათ. ჩვენ რეალურად ძალიან ინტენსიურად განვიხილავთ ამ საკითხს შარლ მიშელთან, ევროპულ კომისიასთან. ისინი თქვენი ამოცანების ძლიერი მხარდამჭერები არიან და ამას აქვს გარკვეული საფუძვლები, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, როდესაც ერთი საბჭოთა სივრცის წევრები ვიყავით და გვქონდა ბევრი ხალხთაშორისი კონტაქტი, ეს კონტაქტები დაგვრჩა. ვიცი, რომ ხმას გვაძლევთ ევროვიზიაზე და ესეც მნიშვნელოვანია. ამას ძალიან ვაფასებთ და ჩვენც თქვენ გაძლევთ ხმას“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×