რეზონანსი
10.06.2021

„პანდემიის პერიოდში, როცა მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება მოქალაქეებს მოუწოდებდა დაეცვათ ფიზიკური დისტანცირება, თქვენ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებდით ქუჩაში გამოსულიყვნენ თქვენი პოლიტიკური მიზნების მხარდასაჭერად, ასეთია ,,თქვენი ჩვეული მეთოდები" საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად, საკუთარ პოლიტიკურ სარგებელს ანაცვალეთ მოქალაქეების ეპიდუსაფრთხოება" - ასე მიმართა ოპოზიციას ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ყველაზე დიდი უზნეობაა, როდესაც პოლიტიკოსი პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებს სოციალურ თემატიკას და საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა მხოლოდ ტრიბუნაზე ახსენდება.

„ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მას არ მოუსმენია მმართველი გუნდის მხრიდან არც ერთი განცხადება. რა თქმა უნდა ვერ მოისმენდა იმიტომ, რომ ის დარბაზში არ იყო და დღესაც ვერ მოისმენს პასუხს, რადგან ის უკვე დარბაზში აღარ არის. ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა სხვადასხვა კომიტეტების მხრიდან. განცხადებები გაკეთდა მაშინ, როდესაც ამისათვის განკუთვნილი დრო იყო პარლამენტში, ანუ სამი დღის წინ. ამ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტს სტუმრობდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, შეხვედრა გაიმართა ,,იუნისეფის, ,,ვორდ ვიჟენის" წარმომადგენლებთან. ბავშვის უფლებათა მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო შეიკრიბება ხვალ და განაგრძობს ამ თემაზე მუშაობას. ასეთი შეხვედრების შედეგია, რომ დღეს ბავშვთა უფლებები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საფრთხის ქვეშ არ დგას. რა თქმა უნდა სახელმწიფო თავის პოლიტიკას გააგრძელებს, რომ მოხდეს დეინსტიტუციონალიზაცია და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვების გადაყვანა ოჯახურ გარემოში" - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×