რეზონანსი
10.06.2021

კორონავირუსი მსოფლიოსა და საქართველოს ყოველ 6 თვეში საკუთარ ძალებს ახსენებს. ვირუსი თვეების განმავლობაში იცვლის სახეს და ფორმას. ახალი მტერი, რომელიც COVID-19-ის მეოთხე ტალღას დააჩქარებს - B1617-ია, ეს ვირუსის ის ახალი ფორმაა, რომელიც თავდაპირველად ინდოეთიდან გავრცელდა.

სპეციალისტების პროგნოზით, ვირუსის ბრიტანულ ვარიანტს ინდური ფორმა შეცვლის, რომელიც 60-ჯერ სწრაფად ვრცელდება და საშიშია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

საქართველოში სპეციალისტები ინფიცირებულთა მკვეთრ ზრდას ელოდებიან. ეპიდემიოლოგიურ საფრთხეებს ზაფხულის პერიოდიც ქმნის, როდესაც მობილობა იზრდება, განსაკუთრებით ზღვის კურორტებზე, სადაც მოგზაურები თუ ადგილობრივები ვირუსის არსებობს ივიწყებენ.

პირბადის ტარების გარდა, გამოსავალი მასობრივი ვაქცინაციაა. სწორედ იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებელია პრობლემა, რომელსაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრად შეცვლა შეუძლია.

ქვეყანა ვირუსის მეოთხე ტალღის შემოტევას რომ გაუმკლავდეს, ეპიდემიოლოგეის თქმით, თვეში 700 000 ადამიანი უნდა აიცრას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×