რეზონანსი
10.06.2021

ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით და პარლამენტში იმისთვის შევედით, რომ გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები და არსებობს საპარლამენტო ინსტრუმენტები , მაგალითად საგამოძიებო კომისია - გარანტია არ არის, რომ საგამოძიებო კომისიას დაამტკიცებს პარლამენტი, მაგრამ პროცესში და განსაკუთრებით კორუფციასთან მიმართებით ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი , - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია ეს არის ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი, იმიტომ რომ საგამოძიებო კომისიას შეუძლია დაიბაროს ვინც უნდა.

„ქართულმა ოცნება" კორუფციაზე დგას, ამით არსებობენ, შესაბამისად, კი არ უნდათ , რომ მართლა რაიმე ღონისძიებები გაატარონ კორუფციის წინააღდეგ. არა პარლამენტში მსჯელობენ , სავარაუდო კორუფციულ გარიგების კანონპროექტზე, რაც შეეხება მშენებლობების ე.წ. ამნისტიას. როგორც ჩანს სპეციფიკურად მორგებული არის ბიზნეს ინტერესებზე და ახლა ამაზე მიდის განხილვა პარლამნეტში. ამიტომ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით და დღეს ეს გავაჟღერეთ პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ პარლამენტში იმისთვის შევედით, რომ გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, გასაგებია ჩვენ უმცირესობაში ვართ და გასაგებია, რომ კანონის ჩვენ ვერსიას ვერ გავიტანთ, მაგრამ არსებობს საპარლამენტო ინსტრუმენტები , მაგალითად საგამოძიებო კომისია. საგამოძიებო კომისია ეს არის ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი, იმიტომ რომ საგამოძიებო კომისიას შეუძლია დაიბაროს ვინც უნდა. გარანტია არ არის, რომ საგამოძიებო კომისიას დაამტკიცებს პარლამენტი, იმიტომ, რომ უმრავლესობაა საჭირო, მაგრამ პროცესში და განსაკუთრებით კორუფციასთან მიმართებით ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი" , - განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში, როდესაც მოდიან ავიწყდებათ, რომ ერთ დღეს შესაძლებელია ისინი ოპოზიციაში აღმოჩნდნენ.

სამადაშვილის თქმით, რომ მოხდეს და „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდეს , იგივეს აღარ გააკეთებს, იმიტომ, რომ „ჭკუა ნასწავლი აქვს".

„30 წელია ქრონიკული პრობლემაა ეს. ხელისუფლებაში ვიღაც, რომ მოდის ავიწყდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ოპოზიციაში აღმოჩნდეს და ყველა ის შემზღუდავი ნორმები, რომელსაც დღეს უწესებს ოპოზიციას მის წინააღმდეგ შემოტრიალდეს. „ნაციონალური მოძრაობა" , რომელიც მაშინ,დღეს შეახსენეს ბევრი რამ, რომ ისე იქცეოდა როგორც დღევანდელი ხელისუფლება , დარწმუნებული ვარ, რომ მოხდეს კოალიციის ფარგლებში დაბრუნდეს ხელისუფლებაში, იგივეს აღარ გააკეთებს, იმიტომ, რომ ჭკუა ნასწავლი აქვს 9 წელიწადი ოპოზიციაში ყოფნის შედეგად.

„ნაციონალურმა მოძრაობამ" ახლაც ისწავლეს ჭკუა, ალბათ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ბევრი ადამიანი, ვინც ძალიან ხმამაღლა განცხადებებს აკეთებდა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით და დღეს პარლმენტში საქმიანობს. მე მათ ადგილზე უხერხულად ვიგრძნობდი თავს. კარგი იქნება ცოტათი შორს გაიხედოს ყველამ, როდესაც განსაკუთრებით პრეტენზია აქვს, რომ სხვების ნაცვლად უნდა მიიღოს გადაწყვიტელება. კარგი იქნება, რომ პოლიტიკოსებმა შორს მჭვრეტელობა აჩვენონ საკუთარ თანამოქალაქეებს, თორე ისე რატომ უნდა ვენდოთ ვისაც ისიც კი ვერ გაუთვლია , რომ დღეს, რომ ერთ განცხადებას აკეთებს, ხვალ შეიძლება სხვა რაღაცის გაკეთება მოუწიოს და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება" , - განაცხადა სამადაშვილმა.

ასევე, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" თავისი ამომრჩეველი ჰყავს და ფაქტია, რომ ოპოზიციურ ძალებს შორის ისინი ამ ეტაპზე არიან „ძლიერი მოთამაშე".

„უკანასკნელი გამოკითხვები აჩვენებს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ნამდვილად ყავს თავისი ამომრჩეველი და ფაქტია, რომ ოპოზიციურ ძალებს შორის ისინი არიან ამ ეტაპზე ძლიერი მოთამაშე. გამოკითხვები აჩვენებს , რომ „ოცნების" რეიტინგი უკიდურესად შემცირებულია. მე რამდენიმე სხვადახვა გამოკითხვა ვიცი, მათ შორის თავის შიდა „ქართული ოცნების" გამოკითხვები და იგივე გამოკითხვები აჩვენებს, რომ დაახლოებით ორჯერ მეტი ადამიანი არის გადაუწყვეტელი, ვინც არ იცის ხმას ვის მიცემს" , - განაცხადა სამადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×