რეზონანსი
11.06.2021

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა ერთ-ერთი აფთიაქის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მამაკაცი, რომელსაც სცემეს, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და გამვლელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მალევე მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა.

"სულ სახეში ურტყა წიხლები", - უყვება ერთ-ერთი თვითმხილველი "ინფო რუსთავს".

გამვლელთა ნაწილი სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც.

30 წლამდე კაცი, ასევე ახალგაზრდა მამაკაცს, ფიზიკურად დაახლოებით, 5 წუთის განმავლობაში უსწორდებოდა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.

"რომ გაიგო პოლიციას იძახებდნენ, ტაქსით გაიქცა", - იხსენებს საინფორმაციო სააგენტოსთან თვითმხილველი.

26 წლის ნაცემი ახალგაზრდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის გადაუდებელი დახმარების სამსახურის მორიგე ექიმმა, გიორგი მოდებაძემ განუცხადა, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.

"ინფო რუსთავი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×