რეზონანსი
11.06.2021

საპატრიარქოს იურისტი ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. მისი განმარტებით, პროცესი კონტროლზეა აყვანილი და საქმის ძირითადმა ნაწილმა თბილისში გადმოინაცვლა.

ედიშერ ქარჩავა ასევე ამბობს, რომ მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა უწყებებს შორის რათა მიღებულ იქნება ბავშვებისთვის ყველაზე სასარგებლო გადაწყვეტილება. საპატრიარქოს იურისტის თქმით, თუ დადასტურდა რაიმე სახის გადაცდომა, რეაგირება იქნება, თუმცა პანსიონის დახურვას გამორიცხავს.

"პროცესები, რაც ადგილზე იყო ნინოწმინდაში, აყვანილია სრულიად კონტროლზე, ერთობლივად მიმდინარეობს იქ სამუშაო ვითარება, რომ შესწავლილი იქნას, ყოველი ბავშვის ინდივიდუალური მდგომარეობა, რა არის მისთვის უკეთესი, ოჯახური გარემო, პანსიონში დარჩენა დროებით, თუ სხვა ფორმები.

სამუშაო ვითარება მთლიანად უკვე გადმოვიდა თბილისში. პანსიონის დახურვა, როგორ ასეთი, არ იგეგმება, თუ რაიმე გადაცდომას წარსულში ადრე ჰქონდა ადგილი, ამას ვსწავლობთ, შევაფასებთ და ყველა გადაცდომისათვის მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება," - განაცხადა ქარჩავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×