რეზონანსი
11.06.2021

საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 797 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 842 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 3931, „პისიარ“ ტესტით – 13 911.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,84 პროცენტი, ბოლო 14 დღის –2,67, ბოლო შვიდი დღის – 2,44 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 352 649 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 337 820 გამოჯანმრთელდა, 5 012 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 197 114 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 083. კარანტინის რეჟიმშია 38, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 175 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 595 პირი.

გუშინ, 10 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 128 პაციენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×