რეზონანსი
11.06.2021

სამწუხაროდ, ოკუპაციის კუთხით არა თუ ვხედავთ რამე ნიშანს დეესკალაციის, არამედ პირიქით, გრძელდება პროვოკაციები საოკუპაციო ხაზზე, გრძელდება ადამიანების გატაცებები, გახელაძის მაგალითი არის ასეთი, სამწუხარო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედათან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ისურვა და გუშინვე ინახულა საოკუპაციო ხაზი, შეხვდა ადამიანებს და გაეცნო მათ მძიმე მდგომარეობას. საოკუპაციო ხაზზე, ფიზიკური მისვლა ალბათ, ძალიან ბევრის მეტყველია და ჩვენს მეგობრებსა და სტუმრებს აჩვენებს, თუ რამდენად მძიმე და რთულია მდგომარეობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ორბელიანების სასახლეში ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×