რეზონანსი
11.06.2021

ლიეტუვა კვლავ უცხადებს საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას.

„გუშინ ვიყავი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მოვინახულე ადგილობრივი მოსახლეობა. იქ ნამდვილად ჩანს ომის მტკივნეული შედეგები. ეს გამოწვევა არის ჩვენი და თქვენი. თავისუფლების საკითხი ისევ აქტუალურია. ლიეტუვა კვლავ უცხადებს საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს, როგორც ნატო-ს გარდაუვალ ოჯახის წევრად. პრეზიდენტთან ერთად ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკაზე, პრიორიტეტებზე და ლიეტუვის დახმარებაზე ასოცირებული ქვეყნების მიმართ, რომლებიც იღწვიან ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და ეს არის ჩემი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ვფიქრობ, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ტრიო ასოცირებული ქვეყნების - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მცდელობა უფრო ნაყოფიერი, ეფექტური დიალოგის მიზნით, ამიტომ ნამდვილად ჩავერთვებით ამ ტრიოს ინტეგრაციაში, რომ იყოს ეს ევროკავშირის დღის წესრიგის პრიორიტეტულ სიაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოახლოებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იყოს მიზნებით სავსე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ქმედების გეგმა, პირველ რიგში კი ვაჩვენოთ ქართველ ხალხსა და პოლიტიკურ ძალებთან ერთად მივაღწიოთ იმას, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ვარ აქ, ჩემი ვიზიტი ჯერ არ მთავრდება", - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×