რეზონანსი
11.06.2021

საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ და ამისთვის მათ წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიიღონ, - Европейская Правда-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლისა რაისმა კიევის ფორუმის დროს განაცხადა, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნებოდა.

„მათთვის, ვინც ბუქარესტის სამიტში მონაწილეობდა, ყველაფერი ძალაში რჩება. ნატო-მ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების მთავარმა ორგანიზაციამ, საქართველო და უკრაინა თავის რიგებში უნდა მიიღოს და ამისთვის მხარი დაუჭიროს საქართველოსა და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის მინიჭებას", - განაცხადა კონდოლიზა რაისმა.

შეგახსენებთ, 2008 წელს, როდესაც ნატო-ს ბუქარესტის სამიტი ჩატარდა, კონდოლიზა რაისი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე იკავებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×