რეზონანსი
11.06.2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს და მინისტრის მოადგილეს, თორნიკე ჭეიშვილს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს სერვისების მიწოდების, პენიტენციური სისტემის, საკანონმდებლო რეფორმების შესახებ იმსჯელეს.

„ჩვენი კომიტეტისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება და ამ მიმართულებით იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა. ჩვენ მუდმივად გვაქვს თანამშრომლობა, რომლის მიზანია ვიზრუნოთ პარლამენტისა და მთავრობის საქმიანობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების განუხრელ და პერმანენტულ ზრდაზე", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×