რეზონანსი
11.06.2021

შემიძლია, გაჩვენოთ ფოტოები, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება ისევ, ცეცხლს ნუ ვეთამაშებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი სოციალური ღონისძიებებისგან კიდევ ერთი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს თავის შეკავება.

„ამ წლინახევრის განმავლობაში, რაც პანდემია არსებობს, დღევანდელ ეტაპზე ბრძოლის სტრატეგია შეცვლილია. მკაცრი ლოკდაუნიდან გადავედით შედარებით ბალანსირებულ მიდგომაზე, როცა რეგულაციები უნდა დაწესდეს და აღსრულებაზე უნდა იყოს მაქსიმალური კონტროლი, ადამიანების თვითშეგნების გაძლიერება, რათა ჩვენ ყველამ გავითავისოთ, რომ პირბადე უნდა ვატაროთ და დიდი თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ. შემიძლია, გაჩვენოთ რამდენი ფოტო მაქვს ჩაყრილი, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება ისევ. ცეცხლს ნუ ვეთამაშებით. მარტო შოლტი არ მოქმედებს, ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ კიდევ ერთი წელი მაინც თავი უნდა შევიკავოთ ამისგან", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×