რეზონანსი
11.06.2021

ევროპის კავშირი ისურვებდა, რომ რუსეთის ქმედებები იყოს გაცილებით პროგნოზირებადი და სტაბილური. ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბელგიურ არხთან საუბარში განაცხადა.

„ამ საკითხზე ერთობა არსებობს. ეს აშკარა იყო ორი კვირისწინანდელ დებატებზე [ევროკავშირის სამიტზე]. ჩვენ ვგმობთ რუსეთის უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს. ჩვენ რუსეთის არ გვეშინია და ვამჟღავნებთ გამბედაობას. მე შევძელი ეს მშვიდად, გაბედულად მეთქვა რუსეთის პრეზიდენტისთვის ვლადიმერ პუტინისთვის ერთი კვირის წინ" , - განაცხადა მიშელმა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის თქმით, ამერიკისა და ევროპის ტრანსატლანტიკური ერთიანობა მოსკოვთან მიმართებით დაეხმარება მათ საერთო ინტერესებისა და ფასეულობების დაცვაში.

„ჩვენ გავმართავთ გაღრმავებულ დისკუსიას ჩვენ პარტნიორებთან აშშ-ში. ჩვენ გვექნება ერთობლივი სამიტი ევროკომისიის ხელმძღვანელთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ამერიკის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან ვლადიმერ პუტინთან მის შეხვედრამდე. ეს ახდენს ჩვენი კოორდინაციის დემონსტრირებას. რაც მეტი იქნება ტრანსატლანტიკური ერთობა, მით მეტი იქნება გავლენა ჩვენი ინტერესების, ფასეულობების დასაცავად, და იმისთვის, რომ გავლენა მოვახდინოთ რუსეთის ქცევაზე, რომლის ნახვაც ჩვენ გვინდა გაცილებით პროგნოზირებადის და სტაბილურის" , - განაცხადა მიშელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×