რეზონანსი
11.06.2021

ხელმისაწვდომი ვაქცინების მარაგს 15 ივნისიდან დამატებით 100 000 Sinovac-ის დოზა შეავსებს. ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ჩინური ვაქცინის გაკეთების მსურველებისთვის რეგისტრაციის ველი სპეციალურ ვებგვერდზე უკვე განახლდა.

ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, დღიურად 6 000-მდე მოქალაქე იცრება, თუმცა იმისთვის, რომ მოსახლეობის საერთო იმუნიტეტი გამომუშავდეს და პანდემია წლის ბოლომდე დასრულდეს - ეს რიცხვი მინიმუმ დღეში 20 ათასამდე უნდა გაიზარდოს.

ბავშვების ვაქცინაციის პროცესის დაწყებაზე იმუნიზაციის საბჭო აქტიურად მსჯელობს. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდებში ვირუსის აგრესიული ფორმის მაჩვენებელი დაბალია, მედიკოსები ფიქრობენ, რომ იმუნიზაციის პროცესში მათი ჩართულობა პანდემიის დასასრულთან მნიშვნელოვნად დაგვაახლოვებს. საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

მესამე ტალღის პიკი გადავლილია, თუმცა ზაფხულის სეზონისა და მომატებული მობილობის პარალელურად, ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა მკვეთრ ზრდას ელოდებიან. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმუნიზაციის პროცესი პასიურად წარიმართება და მოქალაქეები რეკომენდაციებს არ გაითავლისწინებენ.

11 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში 200 ათასამდე მოქალაქეა აცრილი. ერთადერთი გამოსავალი მომაკვდინებელი ვირუსის დამარცხებისთვის, რომ მასობრივი იმუნიზაციაა, ამაზე მედიკოსები არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მთელს მსოფლიოში თანხმდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×