რეზონანსი
11.06.2021

უბედური შემთხვევა წალენჯიხაში - შუახნის მამაკაცს ბზიკმა უკბინა და გარდაიცვალა.

ინფორმაციას "რადიო ათინათი" ავრცელებს და წერს, რომ მომხდარს მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანიაც ადასტურებს.

მისივე თქმით, მამაკაცი მეზობლის სახლში საქმიანობდა, რა დროსაც მას მწერმა უკბინა.

"სახლში შესულა, სანამ ოჯახის წევრები პრეპარატს ეძებდნენ, რომ გაეკეთებინათ მისთვის, გარდაცვლილა. სასწრაფოც გამოიძახეს, თუმცა ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ", - ამბობს ფარცვანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×