რეზონანსი
12.06.2021

თვითმხილველები კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში მომხდარი ავარიის დეტალებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, სატვირთო ავტომობილი, რომელიც ქვა-ღორღით იყო დატვირთული, რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა, შედეგად 8 პირი დაშავდა, ერთი ადამიანი კი დაიღუპა.

„მაღაზიისკენ მივდიოდი, უცებ დავინახე, რომ სატვირთო ავტომობილი მოდიოდა, რომელიც თეთრ ავტომობილს დაეჯახა. ორივე გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან. ცეცხლი გაჩნდა. ამის შემდეგ 112-ში დავრეკე. ვერ ვიტყვი, რომ სატვირთო ავტომობილი ძალიან სწრაფად მოძრაობდა, ცდილობდა, რომ გაეჩერებინა მანქანა, მაგრამ დაღმართზე ეს ვერ შეძლო", განაცხადა თვითმხილველმა რიტა ტუაევმა.

კიდევ ერთი თვითმხილველი კი აცხადებს, რომ ავარიის დროს დაშავებული რამდენიმე ადამიანი მათ გამოიყვანეს.

"როგორც კი ავარია მოხდა, დაახლოებით ერთ წუთში ადგილზე მივედით ბიჭები, რომლებიც იქვე, ქვემოთ ვიდექით. უცებ მოვახდინეთ მობილიზება, რამდენიმე ადამიანის გამოყვანა მოვახერხეთ. როგორც ვიცი, ერთი პირი გარდაცვლილია, თუმცა არ ვიცი ვინ არის. მგონი 8 ადამიანია დაშავებული", - აცხადებს კიდევ ერთი თვითმხილველი.

წყარო: ინტერპრესნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×