რეზონანსი
12.06.2021

რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირი არის აცრილი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ოზურგეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველოს ეკლესია არის ერთ-ერთი ყველას მიერ პატივცემული პირველი ინსტიტუცია საქართველოში. გუშინ, ჩვენს გუნდს შეხვედრა გვქონდა მეუფე დიმიტრისთან, აჭარის ეპარქიის მეუფესთან. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. მეუფე დიმიტრი აიცრა საჯაროდ და რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირი არის აცრილი. ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ საპატრიარქოსთან და ჩვენს ეკლესიასთან ამ საკითხთან დაკავშირებით. ის რომ ვიღაც ერთეულმა რაღაც თქვა, ვერ გავუკეთებთ ექსტრაპოლირებას ყველაზე", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×