რეზონანსი
12.06.2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება, რომელიც გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის დამოუკიდებელ ექსპერიზას უზრუნველყოფს.

როგორც თანდილაშვილმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უწყება მზადაა, “ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტაცია ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზადაა, ყველა ის დოკუმენტი, რომელიც პროექტთან დაკავშირებით არსებობს, მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ეს დოკუმენტები განიხილოს. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მომდევნო პარასკევამდე შედგება ტექნიკური დავალება იმ დამოუკიდებელი ექსპერტისთვის, რომელიც ჩაერთვება მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში და რომელიც უზრუნველყოფს გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის დამოუკიდებელ ექსპერიზას”,- განაცხადა თანდილაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×