რეზონანსი
17.06.2021

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში იმუნიზაციის პროცესი ვაქცინაციის კალენდრის მიხედვით მიმდინარეობს. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერის" ეთერის საუბრისას აღნიშნა, ქვეყანას საკმარისი დოზები აქვს, იმისთვის, რომ არ მოხდეს ვაქცინაციის წყვეტა.

"ჩვენ გვესმის არაერთი საყვედური, რომ ჩვენ რაღაცას ვაგვიანებთ, არ ვაკეთებთ თანმიმდევრულად და ა.შ. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, სახელმწიფომ, ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად შეიმუშავა ვაქცინაციის კალენდარი, რა ეტაპობრიობით უნდა მომხდარიყო საქართველოში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ჩვენი მოქალაქეების ვაქცინირება და ჩვენ ამ კალენდრის სრულ თანხვედრაში ვართ და რთული იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთვის საყვედურების მიღება, თუმცა ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, გავაუმჯობესოთ შედეგები,"- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×