რეზონანსი
17.06.2021

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მოწოდების შესაბამისად, რომ გადადგმულიყო ქმედითი ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისთვის, სოფელ გუმათში რკინის ბარიერები უკვე მოხსნილია.

„საქართველოს მთავრობამ გაიზიარა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მოწოდება, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია. აქედან გამომდინარე, პირველი, ჩვენი მხრიდან რა ვალდებულებაც იყო აღებული - ბარიერების მოხსნა, ბარიერები უკვე მოხსნილია. დარწმუნებული ვარ, მეორე მხარე, რომელმაც ასევე აიღო ვალდებულება, რომ ხეობაში შესვლისას ის დაიცავს კანონს, არ შეზღუდავს ჩვენი თანამოქალაქეების გადაადგილების უფლებას, არ იქნება ხელყოფილი კერძო საკუთრება და არ იქნება გადაკეტილი გზები", - განაცხადა შალამბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×