რეზონანსი
17.06.2021

როგორ უნდა შესრულდეს მასობრივი იმუნიზაციის გეგმა საქართველოში, რომელიც სავარაუდოდ ივლისში დაიწყება - ამაზე "დღის კურიერის" ეთერში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

მისი განცხადებით, იმ ვაქცინების რაოდენობა, რომელიც საქართველოში შემოვა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული და ათვისებული. ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინები და მოსახლეობამ აცრის სურვილი არ გამოთქვას.

"ის სამი ინტენსიური თვე, როდესაც ჩვენ ქვეყანაში გვექნება ვაქცინების საკმარისი არჩევანი, ისინი როგორც სხვადასხვა ვაქცინის, ასევე რაოდენობის თვალსაზრისით, უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული. და თუ ჩვენ დავკარგეთ ეს პერიოდი, როდესაც ქვეყანაში ვაქცინები არის მაგრამ არ იცრება მოსახლეობა, ეს იქნება მართლაც უზარმაზარი წარუმატებლობა. ამ კუთხით ოპტიმიზმით ვარ ვარ გამსჭვალული და არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს ვაქცინები და აცრის მსურველი არ იყო.

ეს რეალობა უნდა გავითვალისწინოთ, ნუ დავხუჭავთ თვალებს და ნუ ჩავთვლით, რომ მთელი საქართველო საათს უყურებს და ელოდება თუ როდის შემოვა ქვეყანაში მილიონობით დოზა Pfizer-ისა და Novavax-ის ვაქცინა. ექიმებში და ექთნებშიც არის ისეთები, ვინც ვაქცინის გაკეთებას არ აპირებენ," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×