რეზონანსი
17.06.2021

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ იშურებს ძალისხმევას, რათა დეოკუპაციის საკითხი მუდმივად დღის წესრიგში იყოს.

„ეს განცხადებები არის ის აუცილებელი პოლიტიკური და სამართლებრივი საგზალი, რომელიც საქართველომ მუდმივად უნდა დააგროვოს დეოკუპაციის მძიმე და რთულ გზაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ დეოკუპაციის პრობლემის მყისიერი გადაწყვეტილება არ არსებობს, მაგრამ ეს პროცესი, რომელიც ასახულია ევროკავშირისა და გაეროს რეზოლუციებზე, მიგვანიშნებს იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ იშურებს ძალისხმევას, რათა დეოკუპაციის საკითხი მუდმივად დღის წესრიგში იყოს. ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ გეოპოლიტიკურ მომენტს, როდესაც ოკუპაციის დასრულებას შევძლებთ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×