რეზონანსი
17.06.2021

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო 18 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ტაშკენტის და ჯანო ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ასმათის, დავარის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის I მიკრორაიონის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კრწანისის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ბერი გაბრიელ სალოსის, ხელოვანთა, მშველიძის, პეტეფის და მუსხელიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, კარგარეთელის, უზნაძის, კვინიტაძის, ნინოშვილის, პასტერის, ჩუბინაშვილის, ბაქოს და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, X მიკრორაიონების, შუამთის, თრიალეთის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VI, VII მიკრორაიონების, ჭედიას, შუშის, ტაძრის, ლაზოს, წყალსადენის და მონასტრის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის და გვაზაურის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის, ბაქრაძის, ვანის, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ევდოშვილის, ცემის და კედიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×