რეზონანსი
17.06.2021

სიტყვები საკმარისი არ არის, უკრაინა და საქართველო ნატო-ში უნდა შევიყვანოთ, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი რობ პორტმანი „ტვიტერში" წერს, სადაც ის აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გუშინ გამართულ შეხვედრას ეხმიანება.

„მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან უკრაინის საკითხი განიხილა, სიტყვები უბრალოდ საკმარისი არ არის. ჩვენ უკრაინა და საქართველო ნატო-ში უნდა შევიყვანოთ და ბაიდენის ადმინისტრაციამ ძლიერი რიტორიკა მკაცრ მოქმედებებს უნდა შეუსაბამოს", - წერს სენატორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×