რეზონანსი
17.06.2021

საქართველომ დასავლეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო, - წერს პარტია „ქართული ოცნება" Twitter-ის გვერდზე.

„როგორი შესანიშნავი კვირაა საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაღალი შეფასება მიიღო საომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიაციისთვის, რომელშიც აშშ და ევროკავშირი მონაწილეობდნენ. საქართველომ დასავლეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო. ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებში დაფიქსირდა: ნატოს სამიტის დეკლარაცია, ევროკავშირ-აშშ-ის სამიტის დეკლარაცია, ევროკავშირის სტრატეგია რუსეთთან ურთიერთობებზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა ბრიუსელის ფორუმზე, ხოლო დასავლეთის ქვეყნების პრეზიდენტებმა და ამერიკელმა სენატორებმა საქართველოს სუვერენიტეტს ცალსახა მხარდაჭერა გამოუცხადეს", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×