რეზონანსი
17.06.2021

სააკაშვილი საკუთარი თავის იქეთ ვერ ხედავს, არ უნდა დაინახოს და არ უნდა ვინმეს ლიდერობის შესაძლებლობა მისცეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გასწორება არ იქნება.

„სააკაშვილი საკუთარი თავის იქეთ ვერ ხედავს, არ უნდა დაინახოს და არ უნდა ვინმეს ლიდერობის შესაძლებლობა მისცეს. აქედან გამომდინარე, „ნაციონალურ მოძრაობას" განვითარების პერსპექტივა არ აქვს. მისი გასწორება არ იქნება. ვწუხვარ, მინდოდა, რომ მისი როლი სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ ეს სამწუხარო რეალობაა. მე ვემსახურები საქართველოს იდეას, ეს ადამიანები კი თავის პერსონალურ იდეებს ემსახურებიან მხოლოდ. ამაშია ჩემსა და მიშას შორის სხვაობა და ამაში ვერ გავასწორე ვერაფრით მიხეილ სააკაშვილი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×