რეზონანსი
18.06.2021

პოლონეთში დაკარგული ახალგაზრდის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი – ოჯახი ძებნაში დახმარებას ითხოვს.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მკვიდრის, 24 წლის დიტო ხელხელაურის ახლობლები ამბობენ, რომ ბოლო კონტაქტი მასთან, ერთი კვირის წინ ჰქონდათ. მისმა მეგობრებმა კი ახალგაზრდა მამაკაცი, უცხო ავტომობილში ჩაჯდომისას ნახეს. ხალხელაურს თან არ აქვს ტანსაცმელი და დოკუმენტები.

ნათესავები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდას პრობლემა პოლონელ გოგონასთან ურთიერთობის გამო შეექმნა. მანამდე ხალხელაურმა ამ მიზეზით, უცხო პირისგან მუქარის ზარებიც მიიღო.

მამაკაცის დაკარგვის შესახებ, ცნობილია ვარშავის პოლიციისათვის. ფაქტის შესახებ უკვე აცნობეს პოლონეთში საქართველოს საელჩოსაც. ხელხელაური, სოფელ კონდოლიდან ქალაქ ვარშავაში სამუშაოდ, ოთხი წლის წინ გაემგზავრა.

წყარო: რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×