რეზონანსი
18.06.2021

ევროკავშირმა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა - ე.წ. მწვანე ქვეყნების ჩამონათვალს დაემატა აშშ და ბალკანეთის ქვეყნები.

ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციით, სიაში არსებული ქვეყნებისთვის შესაძლებელია სამოგზაურო შეზღუდვების გაუქმება.

ჩამონათვალი შემდეგ ქვეყნებს მოიცავს: ალბანეთი, ავსტრალია, ისრაელი, იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუანდა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, აშშ.

ჩინეთისთვის სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნა რეკომენდებულია ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე. საბჭო ასევე დასაშვებად მიიჩნევს შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას ჩინეთის ადმინისტრაციული რეგიონებისთვის - ჰონგ-კონგისა და მაკაოსთვის; ასევე ტაივანისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×