რეზონანსი
21.06.2021

მთავარი სტრატეგიული ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ" 43 პროცენტი ვერ აიღოს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

„თქვენ იცით ჩვენი წინადადება - ზეპარტიული მერის კანდიდატი შეთანხმებული ასევე ოპოზიციასთან. ასე, რომ პროპორციულ ნაწილში დამოუკიდებლად მივდივართ. მთავარი სტრატეგიული ამოცანა არის, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ აიღოს 43 პროცენტი", - განაცხადა მამუკა ხაზარაძე.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×